logo_geo
eng_logo
გიორგი მღებრიშვილი: ჩვენი მიზანია, უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის დამკვიდრება
- +

12 აგვისტო. 2016. 10:29



შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა აჭარაში, ქალაქ ბათუმში გასვლითი თათბირი ჩაატარა. შეხვედრას შს მინისტრის პირველი მოადგილე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს ყველა რეგიონის პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.


გაერთიანებულ თათბირზე შინაგან საქმეთა მინისტრმა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის მიზნით საქართველოს რეგიონებში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.


გიორგი მღებრიშვილმა, პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან ერთად, პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და სამუშაო პროცესთან დაკავშირებით, მათ ახალი დავალებები მისცა.


„ჩვენი მიზანია დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში კიდევ უფრო ეფექტური შედეგები და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის დამკვიდრება," - აღნიშნა შს მინისტრმა და დეპარტამენტის ხელმძღვანელებს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში სრული მხარდაჭერა აღუთქვა.


შეხვედრის დასრულების შემდეგ, გიორგი მღებრიშვილი ბათუმში შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის რეგიონულ სამმართველოს ეწვია, თანამშრომლების სამუშაო პირობებს გაეცნო და არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner