logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: მმართველ პარტიას საზოგადოების მაღალი მხარდაჭერა აქვს, რაც პირველ რიგში, მათ მიერ გატარებული სწორი პოლიტიკის შედეგია
- +

28 აპრილი. 2022. 15:21

 

 

„დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე ბოლო დღეებში ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევებს ეხმაურება. მისი თქმით, მმართველი პარტიის მიმართ საზოგადოების მაღალი მხარდაჭერა მათ მიერ გატარებული სწორი პოლიტიკის შედეგია.

 

„ბოლო დღეებში ორი სოციოლოგიური კვლევის შედეგი გამოქვეყნდა, რა თქმა უნდა ორივეს აქვს ცდომილება, მაგრამ გარკვეულ სურათს იძლევა. მმართველ პარტიას საზოგადოების მაღალი მხარდაჭერა აქვს, რაც პირველ რიგში მათ მიერ გატარებული სწორი პოლიტიკის შედეგია, სწორი პოლიტიკა მოიცავს, როგორც საერთაშორისო, ასევე, ადგილობრივ მიმართულებებს. ცალსახაა, ხალხში ოპოზიციის რეიტინგი კლებას განიცდის, მათი დღის წესრიგი დაშორებულია ხალხს, მათი ქმედება ხშირ შემთხვევაში პირად ინტერესებს ემსახურება, ხალხის ინტერესი კი სრულად არის უგულებელყოფილი, რაც ბუნებრივია მათ რეიტინგზე აისახა.

 

საინტერესოა პერსონალური რეიტინგები, სადაც, ასევე, მმართველი პარტიის წარმომადგენლები ლიდერობენ, ირაკლი ღარიბაშვილის რეიტინგი კვლავ ზრდის ტენდენციით ხასიათდება, რაც პრემიერის ნაბიჯების მართებულობის ინდიკატორია.

 

კვლევები ნათლად აჩვენებს, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შემთხვევაში მმართველი პარტიის გამარჯვება ეჭვს არ იწვევს, საინტერესოა, რისი იმედი აქვს ოპოზიციას, რომელიც არჩევნებს ითხოვს?“ - წერს ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner