logo_geo
eng_logo
მიხაილო პოდოლიაკი: უკრაინა ყველა საშუალებით ეცდება თავის დაცვას, მათ შორის რუსეთის ფედერაციის ბაზებსა და საწყობებზე დარტყმებით
- +

28 აპრილი. 2022. 16:33

 

 

„უკრაინა ყველა საშუალებით ეცდება თავის დაცვას, მათ შორის რუსეთის ფედერაციის ბაზებზე და საწყობებზე დარტყმების განხორციელებით“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

 

პოდოლიაკმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის ამ უფლებას მსოფლიო აღიარებს და მაგალითად მოიყვანა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადება, რომ უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს, განახორციელებს თუ არა დარტყმებს რუსეთის სამხედრო ობიექტებზე.

 

„უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს, დაარტყას თუ არა რუსეთის სამხედრო ობიექტებს, თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა. რუსეთი თავს დაესხა უკრაინას და კლავს მშვიდობიან მოსახლეობას. უკრაინა თავს დაიცავს ყველა საშუალებით, მათ შორის რუსი მკვლელების საწყობებსა და ბაზებზე დარტყმებით. მსოფლიო ამ უფლებას აღიარებს“, – წერს მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერზე“.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner