logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი: თავისუფალ სამყაროში თითქმის არ დარჩენილა ადამიანი, რომელსაც არ ესმის, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ მხოლოდ დასაწყისია
- +

28 აპრილი. 2022. 17:05

 

 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ მიმართვას ავრცელებს.

 

„თავისუფალ სამყაროში თითქმის არ დარჩენილა ადამიანი, რომელსაც არ ესმის, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ მხოლოდ დასაწყისია. რუსეთის მთავრობის საბოლოო მიზანი არ არის მხოლოდ უკრაინის ტერიტორიის ხელში ჩაგდება, არამედ მთელი ცენტრის, ევროპის აღმოსავლეთის დანაწევრება და დემოკრატიისთვის გლობალური დარტყმის მიყენება. ამიტომ, თავისუფალ სამყაროს აქვს თავდაცვის უფლება და ის კიდევ უფრო დაეხმარება უკრაინას“, - აღნიშნავს ვოლოდიმირ ზელენსკი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner