logo_geo
eng_logo
„ქოლგა 2016“ ბათუმში გრძელდება
- +

12 აგვისტო. 2016. 10:36


 

ბათუმის ბულვარში, კლუბ „Take 5"-ის წინ, საერთაშორისო ფოტოგამოფენა „ქოლგა 2016" გრძელდება. მსოფლიოს 40-მე ქვეყნის ფოტოგრაფის ნამუშევრების ნახვა, დამთვალიერებელს 24 საათის განმავლობაში შეუძლია.



საერთაშორისო ფოტოკონკურსი „ქოლგა 2016" მასშტაბური პროექტის  ‪Check in Georgia-ს ფარგლებში,  8 ივნისს გაიხსნა და მასში სხვადასხვა ქვეყნის ფოტოგრაფები მონაწილეობენ.  გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოების ნომინაციებია: დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი და კონცეპტუალური ფოტოპროექტი. ასევე, ერთი კადრი, მობილური ფოტო სერია და მობილური ერთი კადრი.  


 

საერთაშორისო ფოტოკონკურსი "ქოლგა" უკვე 15 წელია, ყოველწლიურად წარმატებით ეწყობა. წელს ფოტოკონკურსში მონაწილეთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და მასში მონაწილეობა მსოფლიოს 40-მდე ქვეყნის ფოტოგრაფმა მიიღო. ხოლო, წლის საუკეთესო ფოტოები 15 000 ფოტოდან შეირჩა. მონაწილეთა მრავალფეროვნებამ და ფოტოკონკურსის საერთაშორისო დონემ კონკურსში მიღებული ფოტოების მაღალი ხარისხი განაპირობა. წელს ფოტოკონკურსი შემდეგ ნომინაციებში გამოცხადდა: დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი, კონცეპტუალური ფოტოპროექტი, ერთი კადრი და უკვე მესამედ ნომინაცია: მობილური ფოტო, ქვენომინაციებით ერთი კადრი და მობილური ფოტო სერია.


ფოტოკვირეული უკვე მეხუთე წელია გაფართოებული ფორმატით ტარდება და ყალიბდება, როგორც საერთაშორისო ფოტოგრაფების და ფოტომოყვარულების შეხვედრის ადგილი მთელი მსოფლიოდან.

 

 

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner