logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: პრემიერს არანაირი პრობლემა არ აქვს, ინტერპელაციით დასმულ საკითხებს უპასუხოს
- +

28 აპრილი. 2022. 18:22

 

 

„პრემიერს არანაირი პრობლემა არ აქვს უპასუხოს ინტერპელაციით დასმულ საკითხებს, მან განაცხადა, რომ მობრძანდება პარლამენტში შესაბამის კონსტიტუციით და რეგლამენტით დადგენილ ვადებში და უპასუხებს არამხოლოდ ოპოზიციის შეკითხვებს, არამედ ჩვენს მოსახლეობას თუკი რაიმე საკითხია, რომელზეც სჭირდება კიდევ დამატებით ინფორმირება“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

 

მისივე თქმით, მმართველ გუნდს არანაირი პრობლემა არ აქვს იმისთვის, რომ ოპოზიციის სპეკულაციებს წერტილი დაუსვას.

 

„მმართველ გუნდს არანაირი პრობლემა არ გააჩნია იმის, რომ ოპოზიციის სპეკულაციებს წერტილი დაუსვას. ბევრი შემთხვევა ყოფილა, უთქვამთ, რომ ვიღაცების გამოცხადება უნდა, მოსულან პარლამენტში, პასუხები გაუციათ და შემდეგ ოპოზიციას არ ჰქონია პასუხები კონკრეტულ საკითხებზე. ასეა სხვა საკითხებზეც, კანონპროექტებზეც, ერთი ამბავი ჰქონდათ ატეხილი ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე და ა.შ. მაგრამ აღმოჩნდება ხოლმე, სიღრმეში რომ შევდივართ და განხილვებში, მთლად წელში გამართულები არგუმენტებში ვერ არიან ჩვენი კოლეგები“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner