logo_geo
eng_logo
დავით მათიკაშვილი: ვინც დღეს ითხოვს, რომ სააკაშვილმა ციხე დატოვოს, მათი მიზანია ქვეყნის ჩათრევა ძალიან მძიმე და შესაძლოა გამოუსწორებელ პროცესში
- +

28 აპრილი. 2022. 18:46

 

 

„ვინც დღეს ითხოვს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ციხე დატოვოს, მათი მიზანია ქვეყნის ჩათრევა ძალიან მძიმე და შესაძლოა გამოუსწორებელ პროცესში. ეს არის რეალური მიზეზი და მიზანი „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი ბელადი სააკაშვილის“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„ყოველთვის, როდესაც საქართველოში აქტიურდებოდა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პერიოდი და იყო გარდამტეხი მომენტი როგორც საფრთხილო ქვეყნის მომავლისთვის, ასევე ქვეყნის პროგრესისთვის შესაბამისი ნიადაგის მომზადების ასპექტში, საქართველოში პარალელურად აქტიურდებოდა ძალა, რომელსაც შეგვიძლია თამამად დავარქვათ ომის პარტია და მეხუთე კოლონა და ეს არის ძალა ანტიეროვნული ღირებულებებით, რომელსაც სურს ქვეყანა წინ არ წავიდეს, მოხდეს ის შეფერხებები, რომელიც დამახასიათებელია „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგიისთვის. როგორ უნდა შეძლოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს ომში ჩათრევა, მაშინ როდესაც ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება პირდაპირ და ღიად აცხადებს, რომ ქვეყანა ხელში იარაღს არ აიღებს და მისი განვითარების გზა სულ სხვაა“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, რომ იმ მომენტიდან, როდესაც მიხეილ სააკაშვილი საქართველოში მამულად შემოიპარა, ის ცდილობს არიოს და აადუღოს ტემპერატურა

 

„მას ქვეყნის არევა გარეთ ყოფნის დროს არ გამოუვიდა და ახლა მთელი პროცესი გადადის მაშინ, როდესაც სააკაშვილი ციხეშია. ახლა ხდება ამ ყველაფრის მათი ამომრჩევლებისთვის იმ ასპექტით მიწოდება, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის გაუარესებული. საქართველოში მოქმედებს ძალიან კარგად აწყობილი სამედიცინო სისტემა პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელიც უზრუნველყოფს იქ არსებული პატიმრების ჯანმრთელობას. ლოგიკურად, ყველა ასპექტით, ვინც კი ითხოვს დღეს, რომ მიხეილ სააკაშვილმა დატოვოს ციხე, რა თქმა უნდა მათი მიზანი გახლავთ ქვეყნის ჩათრევა ძალიან მძიმე და შესაძლოა გამოუსწორებელ პროცესში. ეს არის რეალური მიზეზი და მიზანი „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი ბელადი სააკაშვილის. ჯანმრთელობის მდგომარეობა და პოლიტიკური მოცემულობა ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს და ამ შემთხვევაში კიდევ უფრო ნათელი გახდება საზოგადოებისთვის რასთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner