„საბოლოო ჯამში, არსებული კვლევების შედეგებს რომ შევხედოთ, ნათელია ის მოცემულობა, ის სურვილი საზოგადოების, რომელიც მას ამოძრავებს. ის აბსოლუტურად თანხვედრაშია ხელისუფლების პოზიციასთან“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.
მათიკაშვილი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არსებული რეიტინგით „ნაციონალური მოძრაობა“ ზღვარს ქვემოთაა.
„მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული სკეპტიციზმი არსებობს, ძირითადად, მაინც საველე სამუშაოების მწარმოებელ ორგანიზაციებთან მიმართებაში, როგორ NDI-ის, ასევე IRI-თან დაკავშირებით, მაგრამ საბოლოო ჯამში, არსებული კვლევების შედეგებს რომ შევხედოთ, ნათელია ის მოცემულობა, ის სურვილი საზოგადოების, რომელიც მას ამოძრავებს. ის აბსოლუტურად თანხვედრაშია ხელისუფლების პოზიციასთან. უმძმესი მდგომარეობა გააჩნიათ ოპოზიციურ ძალებს. არსებული რეიტინგით „ნაციონალური მოძრაობა“ ზღვარს ქვემოთაა.
რეალურად, ვერცერთი გზა, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აირჩია საკუთარი დესტრუქციული მიზნების განსახორციელებლად - ქვეყნის მტრობისთვის, ომში ჩასაბმელად, მას არ გამოუვიდა. დღეს ისინი ცდილობენ, მათი ბელადის ჯანმრთელობის მდგომარეობის აპელირებით, გააკეთონ ის, რაც სხვა გზებით არ გამოუვიდათ - როგორმე სააკაშვილი ციხიდან გამოიყვანონ. არა! სააკაშვილმა უნდა მოიხადოს ის, ვალდებულება, რომელიც მას საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე გააჩნია. ეს არის პასუხისმგებლობა, რომელიც უნდა აღესრულოს ის, როგორც ამას სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს“, - განაცხადა მათიკაშვილმა.