logo_geo
eng_logo
ბაიდენი: უკრაინისათვის 33 მილიარდი დოლარის ახალი დახმარება არ არის იაფი, თუმცა აგრესიის წინაშე დანებება უფრო ძვირი დაჯდება
- +

28 აპრილი. 2022. 20:25

 

 

უკრაინისათვის 33 მილიარდი დოლარის ახალი დახმარება არ არის იაფი, თუმცა აგრესიის წინაშე დანებება უფრო ძვირი დაჯდება, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.

 

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ბრძოლა უკრაინაში არის ბრძოლა თავისუფლებისთვის და ეს არ არის იაფი, თუმცა უფრო ძვირი დაჯდება, თუ მსოფლიო რუსეთის აგრესიას დაემორჩილება.

 

„ჩვენ გვჭირდება ეს კანონპროექტი, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინას თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ამ ბრძოლის ფასი არ არის იაფი, მაგრამ აგრესიის წინაშე დანებება უფრო ძვირი დაჯდება, თუ ამას დავუშვებთ“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

 

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კონგრესს 33 მილიარდ დოლარს სთხოვს მიმდინარე წლის სექტემბრამდე უკრაინისათვის ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარების დასაფინანსებლად.

 

33 მილიარდი დოლარის პაკეტი მოიცავს 20.4 მილიარდი დოლარის დამატებით დახმარებას უსაფრთხოებისა და სამხედრო სფეროში, ასევე დამატებით სახსრებს აშშ-ის ძალისხმევის დასაფინანსებლად ევროპის უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner