პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ დამტკიცებას ეხმიანება.
როგორ შალვა პაპუაშვილი წერს, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა არის ყოვლისმომცველი, მუდმივად მზარდი, ღირებულებაზე დაფუძნებული 30-წლიანი კავშირი.
„მადლობას გამოვხატავ ადამ კინზინგერის, ჯერი კონოლისა და შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიმართ საქართველოს მხარდაჭერის აქტის მიღებისათვის და ამით, მათი პრინციპების კიდევ უფრო განმტკიცებისათვის“, - წერს პაპუაშვილი Twitter-ზე.