აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსული მხარის კომენტარები ბირთვული ომის შესაძლებლობის შესახებ უპასუხისმგებლოა.
„არავინ უნდა გააკეთოს უსაფუძვლო კომენტარები ბირთვული იარაღის გამოყენების ან მათი გამოყენების შესაძლებლობის შესახებ“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.
26 აპრილს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ბირთვული ომის რისკები ახლა საკმაოდ არსებითია და არ შეიძლება, ეს საფრთხე სათანადოდ არ შეფასდეს.