logo_geo
eng_logo
კონგრესმენი ჯერი კონოლი: „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ აძლიერებს აშშ-საქართველოს უმნიშვნელოვანეს პარტნიორობას
- +

28 აპრილი. 2022. 23:22

 

 

საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ აძლიერებს აშშ-საქართველოს უმნიშვნელოვანეს პარტნიორობას, - განაცხადა კონგრესმენმა ჯერი კონოლიმ.

 

„ეს აჩვენებს შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, მუდმივი დემოკრატიული განვითარებისა და უსაფრთხოების მიმართ, განსაკუთრებით რუსული აგრესიის ფონზე. როგორც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, განსაკუთრებით მოხარული ვარ, რომ ეს კანონპროექტი აღიარებს, რომ საქართველო ნატოს ასპირანტი ქვეყანაა. უკრაინაში რუსეთის უკანონო და არაპროვოცირებული შეჭრის ფონზე, უმნიშვნელოვანესია ამერიკის მხარდაჭერა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ცდილობენ გათავისუფლდნენ რუსეთის მარწუხებისგან“, - აღნიშნა კონგრესმენმა.

 

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ დაამტკიცა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner