რუსეთმა კიევი საკრუიზო რაკეტებით სწორედ მაშინ დაბომბა, როდესაც გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში და ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი, კირილ პეტკოვი ჩვენს დედაქალაქს სტუმრობდნენ, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ.
„რუსეთმა კიევი საკრუიზო რაკეტებით სწორედ მაშინ დაბომბა, როდესაც გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში და ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი, კირილ პეტკოვი ჩვენს დედაქალაქს სტუმრობდნენ. ამ საზარელი ბარბაროსული აქტით რუსეთი კიდევ ერთხელ ავლენს თავის დამოკიდებულებას უკრაინის, ევროპისა და მსოფლიოს მიმართ“, - დაწერა დმიტრო კულებამ Twitter-ზე.