logo_geo
eng_logo
ზელენსკი: უკრაინა მზად არის მოლაპარაკებებისთვის „აზოვსტალიდან“ მოქალაქეების ევაკუაციისთვის
- +

28 აპრილი. 2022. 23:41

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის მოლაპარაკებებისთვის „აზოვსტალიდან“ მოქალაქეების ევაკუაციისთვის.

 

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად რუსეთის პრეზიდენტის სიტყვებისა მარიუპოლში საომარი მოქმედებების სავარაუდო შეწყვეტის შესახებ, „აზოვსტალის“ ტერიტორია კვლავ ექვემდებარება ბარბაროსულ დაბომბვას რუსული არმიის მხრიდან.

 

„უკრაინა მზად არის დაუყოვნებლივი მოლაპარაკებებისთვის „აზოვსტალიდან“ მოქალაქეების ევაკუაციისთვის და მიღწეული შეთანხმებების დაუყონებლივ იმპლემენტაციისთვის. ჩვენ ასევე ველოდებით ამ ადამიანების მიმართ ჰუმანურ მოპყრობას რუსეთისგან. ვიმედოვნებთ, რომ გენერალური მდივნის მისიის ეს ნაწილი ეფექტური იქნება“, - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ გაეროს გენერალურ მდივანთან გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner