უკრაინა არის ცხელ ომში, საქართველო - ჰიბრიდულ ომში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.
„ამ ჰიბრიდულ ომში ჩართულია რამდენიმე რადიკალური პარტია საქართველოში, მათი მედია და რამდენიმე ორგანიზაცია. ჩვენ ფაქტობრივად, ყოველდღიურად გვიწევს ბრძოლა მართალია, არა ცხელი ომის პირობებში, მაგრამ საინფორმაციო ომის პირობებში. ეს არის მთლიანი, ასე ვთქვათ, დეზინფორმაციის ნიაღვარი, რომლის გაბათილებაც გვიწევს. დღესაც იყო რამდენიმე ასეთი ინფორმაცია ფრენებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ, რაც საბოლოო ჯამში, ტყუილი აღმოჩნდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.