დღეს პათოლოგიური შეტევაა საქართველოს ხელისუფლებაზე და განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილზე, ვისი არსებობაც მშვიდობის გარანტია ამ ქვეყანაში, - ამის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა,
„ის განვლილი 10 წელი, რომელსაც ჩვენ ვუყურებთ ლაპარაკობს იმაზე, რომ მას [ბიძინა ივანიშვილს] გააჩნდა უნარი, რომ შექმნა ისეთი პირობები ქვეყანაში და ისეთი ადამიანები გაზარდა, რომლებსაც გარდა იმისა რომ გონება, პოლიტიკური ალღო და პოლიტიკური გამოცდილებაა დააგროვეს, ძალიან დიდი სიყვარული და თავდადება გააჩნიათ საკუთარი ქვეყნისა და ხალხისადმი - ყველაფერზე წინ აყენებენ ხალხის ინტერესებს და არა საკუთარს. ამის გამოა ასეთი გააფთრებული, იუდასებრ შეტევა, სხვანაირად ამას ვერაფერს დავარქმევ. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ამ ვითარებაში ამ სიგიჟის უკან საფრთხე დგას. ასეთი დესტაბილიზაციის კერა საქართველოში სულ იყო, მაგრამ სერიოზული სახის მატარებელი არა. დღეს სამწუხაროდ ეს ასეა. ვფიქრობ, ყველა კანონს გასცდა, წითელ ხაზს გასცდა“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.