„ნაციონალური მოძრაობის“ მთელი „მოღვაწეობა“ დესტაბილიზაცია იყო, მაგრამ რაც დღეს ხდება, ეს აღარ არის დესტაბილიზაცია, ეს არის ქვეყნის ღიად გაცხადებული ღალატი, ყველაზე დამთრგუნველი ისაა, რომ არ იგრძნობა, ყოველ შემთხვევაში ტელეეკრანებზე, ის უკიდურესად მძიმე მდგომარეობა, რაც მსოფლიოშია - მესამე ომი რეალურად დაწყებულია და ბირთვული დაპირისპირებიდან ერთ ნაბიჯში ვდგავართ, - ამის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ამის შესახებ ღიად საუბრობს რუსეთი. დღეს მაგალითად, ზახაროვამ განაცხადა, რომ მყისიერ დარტყმას მიიღებს ყველა, ვინც დაეხმარება უკრაინას და შეეცდება ჩარევას. სანქციებიდან პირდაპირ სამხედრო მოქმედებებში ჩართვაზეა ლაპარაკი დასავლეთიდან და აშშ-ს მხრიდან და თუ გავითვალისწინებთ, რომ ასეთი დაპირისპირება, ყოველგვარ ზღვარს გადასული, მსოფლიოს არ ახსოვს მეორე მსოფლიო ომის მერე“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.