logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: ნინო ლომჯარია არის „ნაციონალური მოძრაობის“ დამცველი, ისევე როგორც - გიგაური
- +

29 აპრილი. 2022. 00:24

 

 

რის სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, ამ ინსტიტუტის შეურაცხყოფა მის სახალხო დამცველობაზე საუბარი. ნინო ლომჯარია არის „ნაციონალური მოძრაობის“ დამცველი, ისევე, როგორც - გიგაური, - ამის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

მისი თქმით „ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე აქტიური წევრები ლომჯარია და გიგაური არიან.

 

„ხელში აქვთ სიცრუის სამი რუპორი და ეს დღევანდელ პირობებში ძალაა. უამრავი არასამთავრობო ორგანიზაცია აქვთ დაფუძნებული, რომელთა მხარდაჭერა აქვთ ფსევდოლიბერალური ძალებიდან, რომლებსაც გულზე არ ეხატებათ თავისუფალი ქვეყანა და უნდათ, რომ ეს ქვეყანა იმართებოდეს მათ მიერ.

 

რაც შეეხება სააკაშვილის წამებას, რას ნიშნავს პატიმრის წამება შეგიძლიათ ნახოთ ფილმში „დილეგი“ და „ჰეროკრატია“. იმ ადამიანებიც ჩვენებებზე დაყრდნობით მაქვს ეს გაკეთებული, რომლებმაც ეს ყველაფერი გაიარეს და ვინც ეს წამება ვერ გაიარა, გარდაიცვალა, მაგალითად თეთრაძე. ეს იყო წამება. სააკაშვილის წამება რაში გამოიხატება?!“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner