„გუშინ, იმ დროს, როცა მთელი უკრაინა იბომბებოდა რუსი აგრესორის მიერ, ზელენსკის ადმინისტრაციის სპიკერები არესტოვიჩი და პოდოლიაკი საქართველოს კრიტიკით იყვნენ დაკავებულნი“, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის ალექსეი არესტოვიჩის განცხადებას, რომლის თანახმად არესტოვიჩმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას და განცხადებებს ქართველი ხალხი არჩევნებზე შეაფასებს. არესტოვიჩის თქმით, ეს არის მისი ცეცხლოვანი მოკითხვა.
„გუშინ, იმ დროს, როცა მთელი უკრაინა იბომბებოდა რუსი აგრესორის მიერ, ზელენსკის ადმინისტრაციის სპიკერები არესტოვიჩი და პოდოლიაკი საქართველოს კრიტიკით იყვნენ დაკავებულნი. ანგარება everywhere. ალექსეი არესტოვიჩს აქედანაც „ცეცხლოვნად“ შევახსენებ, რომ ჰააგის ტრიბუნალი ყველა მხარის მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულს იძიებს, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის განუხორციელებლობას. და თუ გონება ფხიზლად არაა, ეს არცერთ სასამართლოს აინტერესებს“, - წერს აბაშიძე Facebook-ზე.