logo_geo
eng_logo
ზაზა შათირიშვილი: გათვლა, რომ სააკაშვილი დაბრუნდეს და ხალხი გვერდში დაუდგება, სისულელეა
- +

12 აგვისტო. 2016. 11:58



ექსპერტ ზაზა შათირიშვილის განცხადებით, საქართველოში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შანსი იმდენად მცირეა, რომ შეიძლება, გამოვრიცხოთკიდეც.


ამ თემაზე ექსპერტი „რეზონანსთან" ინტერვიუში საუბრობს.


მისი აზრით, „გამორიცხულია, ქართველმა ერმა საქართველოში სააკაშვილის დაბრუნება დაუშვას".


„პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ ამას ხალხი უბრალოდ არ შეეგუება, გამორიცხულია, ქართველმა ერმა საქართველოში სააკაშვილის დაბრუნება დაუშვას. ყველაზე ცუდი სცენარი ამ შემთხვევაში არის სამოქალაქო ომი. მაგრამ კიდევ ვიმეორებ, რომ ეს წარმოუდგენლად მიმაჩნია. ამის რესურსი არ არსებობს, არ აქვს პარტიას ამის რესურსი და არც ამის მოლოდინი არ სებობს საზოგადოებაში.

 

საზოგადოებას მიშა არ სჭირდება და ამიტომ, იმაზე გათვლა, რომ დაბრუნდეს და ხალხი გვერდში დაუდგება, სისულელეა", - აცხადებს ზაზა შათირიშვილი.

 

როგორც ცნობილია, მასზე ძებნაა გამოცხადებული და დიდი შანსია, საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში, ის დააპატიმრონ - მიმართა ჟურნალისტმა ექსპერტს.

 

„ესეც მშვენიერი არგუმენტია. ჩვენ გვახსოვს ჰალსტუხის ჭამა, ვერტმფრენის დანახვაზე გაქცევა და ა.შ. ჩვენ ვნახეთ მისი სიჩაუქე როგორც მხედართმთვრისა და როგორც ვაჟკაცის.

 

ვერ ვიტყვით, რომ ის არის უშიში ვითარცა უხორცო. ის მოშიში და ხორციანია. სხვათაშორის, მისი წინამორბედი ედუარდ შევარდნაძე ამ მიმართულებით იყო მამაცი ადამიანი, რაც პოლიტიკოსისთვის აუცილებელი თვისებაა. სააკაშვილი დარჩება როგორც სხვა ფიგურები, მაგალითად, ისეთი როგორიც არის იგორ გიორგაძე. რაც წავიდა, იმის შემდეგ ჩამოდის და ვერ ჩამოვიდა. მიშაც ასე იქნება, გიორგაძესავით", - განაცხადა ზაზა შათირიშვილმა. 

 

 




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner