logo_geo
eng_logo
ედიშერ გვენეტაძე: ვამბობ და სულ მუდამ გავიმეორებ - დღევანდელ უკრაინის ხელისუფლებაში არიან სუბიექტები, რომლებიც თავიანთი ქმედებებით არიან საქართველოს სახელმწიფოს გამოკვეთილი მტრები!
- +

29 აპრილი. 2022. 12:49

 

 

„წუხელ, აგრესორის მიერ კიევი იბომბებოდა, ადამიანები იხოცებოდნენ, ცოდვის კალო ტრიალებდა უკრაინის დედაქალაქში და ეს ადამიანის მსგავსი და მისნაირი პოლიტნაგავები საქართველოს ლანძღავდნენ“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის ალექსეი არესტოვიჩის განცხადებას, რომლის თანახმად არესტოვიჩმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას და განცხადებებს ქართველი ხალხი არჩევნებზე შეაფასებს. არესტოვიჩის თქმით, ეს არის მისი ცეცხლოვანი მოკითხვა.

 

„რას აჭმევს ამ ქართველთმოძულეს ასეთს „ნაცები“, რომ დღე არ გავა, ამ ნაკაცარმა უსაფუძვლო ბრალი არ დაგვდოს რაღაცაში! აი, კიდევ ერთი ფაქტი წუხელ, აგრესორის მიერ კიევი იბომბებოდა, ადამიანები იხოცებოდნენ, ცოდვის კალო ტრიალებდა უკრაინის დედაქალაქში და ეს ადამიანის მსგავსი და მისნაირი პოლიტნაგავები საქართველოს ლანძღავდნენ! ამიტომაც ვამბობ და სულ მუდამ გავიმეორებ - დღევანდელ უკრაინის ხელისუფლებაში არიან სუბიექტები, რომლებიც თავიანთი ქმედებებით არიან საქართველოს სახელმწიფოს გამოკვეთილი მტრები! რომლებიც იკვებებიან აქაური მოღალატეების მიერ! ჩემი მტკიცე მხარდაჭერა უბრალო უკრაინელ ხალხს!“ - წერს გვენეტაძე facebook-ზე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner