logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე არესტოვიჩზე: იქნებ ვინმემ აუხსნას ამ თავგახურებულს, რომ არჩევნები 2024 წლამდე არ იქნება საქართველოში და ბოლო შუალედური არჩევნების დროს, საზოგადოებამ მთავრობას 70%-იანი ნდობა გამოუცხადა
- +

29 აპრილი. 2022. 13:01

 

 

„სამწუხაროდ ეს უარგუმენტო ბრალდებები გასცდა პოლიტიკურ კონიუნქტურას და პირად, ბოღმანარევ ინტერესებად გადაიქცა... რაც იმედი მაქვს ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებზე გავლენას ვერ მოახდენს“,  - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის ალექსეი არესტოვიჩის განცხადებას, რომლის თანახმად არესტოვიჩმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას და განცხადებებს ქართველი ხალხი არჩევნებზე შეაფასებს. არესტოვიჩის თქმით, ეს არის მისი ცეცხლოვანი მოკითხვა.

 

„ძაღლი შინ არ ვარგოდა, სანადიროდ გარბოდაო“... ასეთი უბედურების დროს, რომ ყოველ სატელევიზიო ეთერს საქართველოს უძღვნის, ცოტა „სიგიჟეზე“ მეტია... ტიპი აგონიაშია, ყოველდღიურ რეჟიმში იმდენ სისულელეს ამბობს, რომ მგონი ხაბეიშვილის „ანტიკორუფციულ ბიუროში“ დაიწყო მუშაობა... სამწუხაროდ, ეს უარგუმენტო ბრალდებები გასცდა პოლიტიკურ კონიუნქტურას და პირად, ბოღმანარევ ინტერესებად გადაიქცა... რაც იმედი მაქვს ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებზე გავლენას ვერ მოახდენს... იქნებ ვინმემ აუხსნას ამ თავგახურებულს, რომ არჩევნები 2024 წლამდე არ იქნება საქართველოში და ბოლო შუალედური არჩევნების დროს, ერთი თვის წინ, საზოგადოებამ მთავრობას 70%-იანი ნდობა გამოუცხადა... ზუსტად იმ სტაბილურობის და სიმშვიდის გარანტიების გამო, რასაც 10 წელია ხელისუფლება ემსახურება“, - წერს ქადაგიძე facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner