logo_geo
eng_logo
„ნავთლუღის სპეცოპერაციის” მოწმემ ბაჩო ახალაია და მეგის ქარდავა წამებაში დაადანაშაულა
- +

12 აგვისტო. 2016. 12:44


 

„ნავთლუღის სპეცოპერაციის" მოწმემ, ყოფილმა პატიმარმა ბაჩო ახალაია და მეგის ქარდავა წამებაში დაადანაშაულა. საუბარია 2006 წლის იანვარზე.


რუსთავის პირველი დაწესებულების ყოფილი პატიმრის, ბერდია მესხის განცხადებით, „ნავთლუღის სპეცოპერაციის" შემდეგ რუსთავის პირველ დაწესებულებაში მათ საკანში ციხის დირექტორი ტარიელ ტყემალაძე შევიდა და უთხრა,  რომ ადმინისტრაციულ კორპუსში უნდა წაყოლოდნენ, სადაც ბაჩო ახალაია და მეგის ქარდავა იყვნენ მისული.


,,სულ 6 პატიმარი გადაგვიყვანე,მათ შორის გია გორგაძე. ბაჩომ და მეგისმა, ასევე სპეცრაზმელებმა გვცემეს. გვეუბნებოდნენ, თქვენ გინდოდათ თანამშრომლების დახოცვაო, გეგმავდით გაქცევასო. გადაგვიყვანეს თბილისში,  მეშვიდე დაწესებულებაში, სადაც წამება გაგრძელდა. წიხლებს გვირტყამდნენ და ქამრებით გვცემდნენ,  შემდეგ მაცივრიდან წყალს იღებდნენ და გვასხამდნენ",- განაცხადა  ყოფილმა პატიმარმა.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner