logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი ენმ-ზე: „მოღალატეობრივი“ - ეს ტერმინი მათი „პოლიტიკური“ მოღვაწეობის ბრენდად იქცა
- +

29 აპრილი. 2022. 15:56

 

 

ექსპერტი დავით ქართველიშვილი „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის ფეისბუქ-სტატუსს ეხმიანება, რომლის თანახმად მდინარაძე აცხადებს, რომ ომის პარტია - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სინამდვილეში ყოველთვის იყო და არის „ერთიანი მოღალატეობრივი მოძრაობა“.

 

მისი თქმით, ერთადერთი „მოძრაობა“ - ისევ „მოსკოვი-კიევი-თბილისის“ სამკუთხედში შეიმჩნევა.

 

„დღეს მამუკა მდინარაძემ ქვეყნის ოპოზიციურ სპექტრში მიმდინარე პროცესები ერთ ლოგიკურ ფორმულაში ჩასვა: „ომის პარტია - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სინამდვილეში ყოველთვის იყო და არის „ერთიანი მოღალატეობრივი მოძრაობა!“ მე თავს უფლებას მივცემ, ეს ფორმულა ნამრავლებად გავყო და ჩემი კომენტარი დავურთო:

 

1) „ერთიანი“ - რამდენად მიესადაგება მის დღევანდელ მდგომარეობას ეს ტერმინი. მოქმედების შიდა არეალში - ნაკლებად. ოდესღაც ერთიანი ეს მოძრაობა დღეს „კვების“ სხვადასხვა „ძუძუზეა“ გადართული, და ამ ფინანსურ წყაროებთან სამკვდრო/სასიცოცხლო ბრძოლის მომსწრენი გავხვდებით ახლო მომავალში. ამ „ერთიანობას“ ერთადერთი, საერთაშორისო ვექტორი წარმოაჩენს - ქართულ/უკრაინული, მაგრამ ესეც მანამ, სანამ უკრაინელი ხალხი ამ საერთაშორისო სანაცეთს თავის განაჩენს არ გამოუტანს.

 

2) „მოღალატეობრივი“ - ყოველგვარი კომენტირების გარეშე. ეს ტერმინი მათი „პოლიტიკური“ მოღვაწეობის ბრენდად იქცა. ამ ტერმინის გარშემო მაგნიტური მიზიდულობის ძალით ერთიანდებიან ყოფილი კომუნისტები, ლეიბორისტები, სოციალისტები, კონსერვატორები, ლიბერალები, ნაციონალისტები - მოკლედ, „მოღალატენო ყველა რჯულისა - შეერთდით!“ პრინციპით.

 

3) „მოძრაობა“...ქვეყნის შიგნით დღეს უფრო „ჩიხური უძრაობა“ შეიმჩნევა, რომლის ირგვლივ ყველაფერი ოდესღაც ცოცხალი, ფიზიკურად ან ჭკნება (სააკაშვილი), ან საერთოდ ქრება (აკერმანი). ერთადერთი „მოძრაობა“ - ისევ „მოსკოვი-კიევი-თბილისის“ სამკუთხედში შეიმჩნევა, მაგრამ ამ მოძრაობის მარგი ქმედების კოეფიციენტიც - გავრილოვის უკანალის მიერ სპიკერის სავარძელში გამოყოფილი სითბოს ოდენობის ტოლფასია, რა თქმა უნდა, გიგაკალორიებში“, - წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner