logo_geo
eng_logo
ლალი ეგაძე: მადლობას გიხდით, ბატონო დავით!
- +

ავტორი ლალი ეგაძე

29 აპრილი. 2022. 19:05

 

 

„ტვ3“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ჟურნალისტი ლალი ეგაძე ბიზნესმენ და მეცენატ დავით ხიდაშელს „რეპორტიორის“ საშუალებით მიმართავს.

 

„არიან ადამიანები, რომელთაც საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება და პატივისცემა მოსავთ, როგორც პოლიტიკასა და ხელოვნებაში, ისე ბიზნეს-წრეებში.

 

სწორედ ასეთ ადამიანად მიმაჩნია ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, რომელთან დაკავშირებითაც აზრთა სხვადასხვაობა სულ არსებობს. „ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი“-ს პრინციპით ცხოვრობს საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი. მოცლილი ადამიანების ენას კი ძვალი არასოდეს არ აქვს და ატრიალებენ, როგორც უნდათ და როცა უნდათ...

 

ფაქტი ერთია - ამ ადამიანმა ქვეყნისთვის უდიდესი საქმე გააკეთა! იქნება ეს დავით-გარეჯი თუ მიწა იორდანიაში... სულ ახლახან დავით ხიდაშელმა საქართველოს დავით ჭავჭავაძის ხმალი გადასცა. რა მნიშვნელობა აქვს, სად იშოვა ადამიანმა ფული, მსოფლიოს რომელ ქვეყანაში. დავით ხიდაშელმა ხმალი ბელგიურ აუქციონზე შეიძინა, რათა სამშობლოში ჩამოეტანა და სამუზეუმო ექსპონატად ექცია! და მინიმუმ, დანახვა უნდა ამას!

 

თეა წულუკიანმა დავით ხიდაშელს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა, ექსპონატმა კი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაიდო ბინა.

 

აღსანიშნავია, რომ დავით ჭავჭავაძის ხანჯალი მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში ინახება.

 

ამ ადამიანმა უანგაროდ გააკეთა ეს საქვეყნო საქმე. ამას სამშობლოს სიყვარული და მამულიშვილობა ჰქვია ქართულად. რა რჯიდა მას, რომ არა სამშობლოს სიყვარული და პატივისცემა.

 

დავით ხიდაშელი გამორჩეული ქველმოქმედი და მეცენატია... უხმაუროდ, ჩუმად აკეთებს ასეთ საქმეებს და დიახ, საზოგადოებამ ნამდვილად უნდა იცოდეს ერის საამაყო შვილების სახელები, მითუმეტეს, ამ გაუკუღმართებულ სამყაროში...

 

ამ ბოლო დროს დავით ხიდაშელმა კიდევ ერთ სასიკეთო პროექტს მოჰკიდა ხელი და  სერიოზული ინვესტიციის განხორციელებას აპირებს. მან ე.წ. რიყის დოქები შეიძინა. წლების მანძილზე დამტვერილი და დაბინძურებული „რიყის დოქები“ უახლოეს მომავალში სერიოზულ ტურისტულ ცენტრად მოგვევლინება. ძველი თბილისის ეს უნიკალური ადგილი კიდევ უფრო დიდ დატვირთვას შეიძენს და გაალამაზებს თბილისის გულს.

 

მადლობას გიხდით, ბატონო დავით, ასეთი სერიოზული პროექტებისთვის! თქვენ გიყვართ თქვენი ქვეყანა და ეს უნდა აღვნიშნოთ!

 

დღევანდელ სიტუაციაში ყველა ბიზნესმენი თავს იკავებს გრანდიოზული საინვესტიციო პროექტებისგან, რადგან მსოფლიო დაძაბულია, რუსეთ-უკრაინის ომი ანგრევს ყველაფერს. ყველა ბიზნესმენი უფრთხილდება და მალავს თავის კაპიტალს, აკვირდებიან მოვლენებს, რისკები დიდია.

 

თქვენ კი სწორედ ასეთ ფორსმაჟორულ სიტუაციაში დააბანდეთ ფული თქვენს ქვეყანაში და ეს დაგიფასდებათ, ალბათ. თქვენ იმსახურებთ მადლობას და სწორედ თქვენ ხართ მაგალითი იმისა, რომ როგორც ბიზნესმენი, მხოლოდ თქვენს კაპიტალ-დაგროვებაზე კი არ ფიქრობთ, არამედ შეძლებისდაგვარად, სამშობლოს საჭირბოროტო საკითხებზეც.

 

დარწმუნებული ვარ, როდესაც დავიბრუნებთ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს, ერთ-ერთი პირველი ინვესტიცია სწორედ თქვენი იქნება და უკან არ დაიხევთ!

 

წარმატებას გისურვებთ, ბატონო დავით!

 

იშოვეთ დიდი ფული ბიზნესით რუსეთში, ბელგიაში, შვეიცარიაში, მალაიზიაში, სადაც გინდათ, თქვენი ჭკვიანური ბიზნეს-პროექტებით და დააბანდეთ ის საქართველოში, რადგან ახლა ისე სჭირდება ჩვენს ქვეყანას ეკონომიკური სიძლიერე, როგორც არასდროს! ამას ჯანსაღი ქართველი საზოგადოება აუცილებლად დაგიფასებთ...

 

ველოდებით „რიყის დოქების“ საზეიმო გახსნის ცერემონიას. ეს აუცილებლად იქნება ერთ-ერთი წარმატებული პროექტი თქვენს ბიზნეს-ისტორიაში და სხვადასხვა სახის სიბინძურეებს, რითიც ბოლო დღეებში „დაკავდა“ ქართული მედიის ნაწილი, ყურადღებას ნუ მიაქცევთ! დრო ყველაფერს დაალაგებს თავის ადგილზე!“ - აცხადებს ლალი ეგაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner