საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის, გუდაური-კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე გაუჩერებლად გავლის რეჟიმი მოხსნილია. ასევე, გუდაური - კობის მონაკვეთზე არსებული ზვავდამცავი გვირაბების შემოვლით საავტომობილო გზებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.