logo_geo
eng_logo
ალექსი პეტრიაშვილი: არ ვიცნობდი დაკავებულს, მე ასოცირების ხელშეკრულებები გამქონდა, მას - ლომბარდები
- +

8 მარტი. 2016. 13:49



„თავისუფალი დემოკრატების" გენერალურმა მდივანმა ალექსი პეტრიაშვილმა საავადმყოფო დატოვა. მან კომენტარი ჟურნალისტებთან გააკეთა და განაცხადა, რომ არ იცნობდა თავდამსხმელს.


„არ ვიცნობდი დაკავებულს, მე ასოცირების ხელშეკრულებები გამქონდა, მას - ლომბარდები. არასდროს არ მყავს ნანახი აღნიშნული პიროვნება. მე შემიძლია გითხრათ, რომ 5 ნატყვიარის, ცემის და ჩაქუჩის ჩარტყმის მერე ნორმალურად ვარ. მეორე პიროვნების ამოცნობა გამიჭირდება, რადგან ის ნიღბით მუშაობდა ჩემზე. ამ დაკავებულის საუბედუროდ კი, ის რამდენიმე ადამიანმა დაინახა. პირად ანგარიშსწორებას რაც შეხება, ეს პიროვნება არადროს მინახავს და მასთან რა დაპირისპირება უნდა მომსვლოდა. პირდაპირ გეუბნებით, ეს იყო მკვლელობის მცდელობა",-აღნიშნა პეტრიაშვილმა.


რესპუბლიკური საავადმყოფოსთან ალექსი პეტრიაშვილს ახლობლები და პარტიის წევრები დახვდნენ.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner