logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: მჯერა, რომ ქართველებს შეგვწევს ძალა არაერთხელ გავიმარჯვოთ სხვადასხვა გამოწვევებზე
- +

12 აგვისტო. 2016. 12:49



ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილი დიდგორში, „დიდგორობა 2016"-ის აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრო.


როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, საქართველოსთვის "დიდგორობა" ყოველთვის გამარჯვების დღე იყო.


დიდგორობის აღსანიშნავ ღონისძიებებს ასევე პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის წევრები დაესწრნენ.


„მინდა დღევანდელი დღე მთელ საქართველოს მივულოცო. დიდგორობა საქართველოსთვის არის დღე, როდესაც ქართველმა კაცმა გამოავლინა თავისი სიმამაცე, შეიკრა ერთ მუშტად და გაიმარჯვა მასზე უზომოდ დიდ ძალაზე. მე მჯერა, რომ ქართველებს შეგვწევს ძალა და უნარი, მომავალში კიდევ  არაერთხელ გავიმარჯვოთ სხვადასხვა გამოწვევებზე. შეიძლება ეს არ იყოს ხელჩართული ბრძოლა, მაგრამ ყოველთვის არის გამოწვევა, რომელსაც სჭირდება ერის გაერთიანება", - განაცხადა ქუმსიშვილმა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner