logo_geo
eng_logo
„ქოლცენტრების საქმეზე“ სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის სარჩელი დააკმაყოფილა
- +

29 აპრილი. 2022. 21:24

 

 

„ქოლცენტრების“ საქმეზე საქალაქო სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის სარჩელი დააკმაყოფილა.

მოსამართლე ნანა შამათავამ მოპასუხე მხარეს დააკისრა, რომ ორი კვირის ვადაში „მთავარისა“ და „ფორმულას“ ეთერის საშუალებით გავრცელდეს სასამართლოს გადაწყვეტილების შემცველი ინფორმაცია, სადაც უარყოფილია გრიგოლ ლილუაშვილის ე.წ ქოლცენტრებთან კავშირი, ასევე დანაშაულში მხილებული პირების მფარველობა და „შავ ფულთან“ კავშირი.

სასამართლოს გადაწყვეტილებითვე „მთავარ არხს“, „ფორმულასა“ და ლევან ხაბეიშვილს მორალური ზიანისთვის მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ სიმბოლურად ერთი ლარის გადახდა დაეკისრათ. მოსამართლის გადაწყვეტილებას მოპასუხე მხარე უახლოეს მომავალში გაასაჩივრებს.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანიების „მთავარი არხისა“ და „ფორმულას“ ეთერებით გავრცელდა ინფორმაცია „ქოლცენტრების“ საქმიანობის, მათი შესაძლო ფიგურანტების და მონაწილეების შესახებ.

გავრცელებული სიუჟეტებით „ქოლცენტრებთან“ შემხებლობაში მყოფ ერთ-ერთ პირად დასახელდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი. გრიგოლ ლილუაშვილის სასარჩელო მოთხოვნას ორი პუნქტი წარმოადგენდა: ფაქტების უარყოფა და მოპასუხეებისთვის ზიანის ანაზღაურების სახით სიმბოლურად 1 ლარის დაკისრება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner