logo_geo
eng_logo
Reuters: რუსეთის რიტორიკის ბოლოდროინდელი ესკალაციის მიუხედავად, აშშ არ მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე არსებობს
- +

29 აპრილი. 2022. 21:35

 

 

რუსეთის რიტორიკის ბოლოდროინდელი ესკალაციის მიუხედავად, აშშ არ მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე არსებობს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჩვენ ვაგრძელებთ მათი ბირთვული შესაძლებლობების მონიტორინგს. ჩვენი შეფასებით, არ არსებობს ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე და ნატოს ტერიტორიას საფრთხე არ ემუქრება“, - განაცხადა პენტაგონის ოფიციალურმა პირმა.

28 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსული მხარის კომენტარები ბირთვული ომის შესაძლებლობის შესახებ უპასუხისმგებლოა.

„არავინ უნდა გააკეთოს უსაფუძვლო კომენტარები ბირთვული იარაღის გამოყენების ან მათი გამოყენების შესაძლებლობის შესახებ“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner