logo_geo
eng_logo
The New York Times: ევროკავშირის ქვეყნებმა რუსული ნავთობის ეტაპობრივი ემბარგო მომავალ კვირას შეიძლება დაამტკიცონ
- +

29 აპრილი. 2022. 23:29

 

 

ევროკავშირის ქვეყნებმა რუსული ნავთობის ეტაპობრივი ემბარგო მომავალ კვირას შეიძლება დაამტკიცონ. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი The New York Times-ი ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ევროკავშირის ქვეყნებს კვირები დასჭირდათ ზომების კონტურებზე შესათანხმებლად და ინტენსიური მოლაპარაკებები შაბათ-კვირას გაგრძელდება, ვიდრე ევროკომისია საბოლოო წინადადებას წარუდგენს ევროკავშირის ელჩებს დასამტკიცებლად..

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩები 4 მაისს გამართავენ შეხვედრას, ხოლო საბოლოო თანხმობას მომდევნო კვირის ბოლომდე მოელიან - აცხადებენ პროცესში ჩართული ევროკავშირის ოფიციალური პირები და დიპლომატები.

ნავთობის ემბარგო ყველაზე დიდი და ყველაზე მნიშვნელოვანი ახალი ნაბიჯი იქნება ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტში მას შემდეგ, რაც რუსეთი 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრა.

პაკეტი ასევე მოიცავს სანქციებს რუსეთის უმსხვილესი ბანკის, სბერბანკის წინააღმდეგ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner