უკრაინის სიმამაცე და უნარები სამხედრო ისტორიაში დარჩება, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი „ტვიტერის" გვერდზე წერს. ოსტინის თქმით, უკრაინელებმა საკუთარი სუვერენიტეტის დაცვის საკითხში „ბრწყინვალე სამუშაო შეასრულეს".
„უკრაინის საავადმყოფოები დაბომბეს, მათი მოქალაქეები დახოცეს, მათი შვილები ტრავმირებული არიან და მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, მათ ბრწყინვალე სამუშაო შეასრულეს, თავიანთი სუვერენიტეტის დასაცავად. უკრაინის სიმამაცე და უნარები სამხედრო ისტორიაში დარჩება", - წერს ოსტინი.