„იყრის თუ არა კენჭს გორის მაჟორიტარ დეპუტატად ირაკლი ოქრუაშვილი, ეს მისი არჩევანია და გადასაწყვეტია",- ამ სიტყვებით ეხმაურება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი გორის მაჟორიტარ დეპუტატად ირაკლი ოქრუაშვილის კანდიდატურის შესაძლო დაყენებას.
„იყრის თუ არა კენჭს გორის მაჟორიტარ დეპუტატად ირაკლი ოქრუაშვილი, ეს მისი არჩევანია და გადასაწყვეტია. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ქართველ ხალხს კარგად ახსოვს ყველას დამსახურება და მათ შორის, ბატონი ირაკლი ოქრუაშვილის", - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.