logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: საკუთარი ბელადის უახლოეს გარემოცვაზეც ბევრ საინტერესოს გაიგებს...
- +

30 აპრილი. 2022. 14:04

 

 

„საკუთარი ბელადის უახლოეს გარემოცვაზეც ბევრ საინტერესოს გაიგებს - მისი ამ გადაცემის ანონსი პრინციპში მზად მაქვს და ჩონჩხამდე მისულს, მზად ვარ, ფაქტობრივი მასალების მიწოდებით დავეხმარო, მანამდე კუნთოვანი გახრწნილი მასის განადგურების პროცესში არ ჩავერევი და ხელს არ შევუშლი“, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი ნოდარ მელაძის შაბათის ანონსს.

 

„დღეს ნოდარა „უეჭველი“ მელაძე საკუთარ კორპორაციას არა ნიღაბს, არა ტყავს - რაც დიდი ხანია ახეული აქვთ - არამედ კუნთოვანი მასის ჩამოცილებას შეუდგება, რათა ჩონჩხამდე მივიდეს და ამით განისვენოს. ორი ყოფილი თანამშრომლის, КГБ-ს პირველი მთავარი სამმართველოს აგენტის, თემურ ალასანიას და იმავე დანაყოფის მაიორის, იური შვეცის შეხმატკბილებული აგენტერულ-ოპერატიული ტანდემის საფუძველზე - მეხუთე კოლონის რიგითმა მელაძემ, საკუთარი კორპორაციის „ტიტანიკური“ გადარჩენის უშედეგო მიზნით, დღეს დადგმული პანიკური ხმით უნდა შეგვახსენოს: სად ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს ბიზნეს-აქტივები და რა არმაგედონულ მიზეზშედეგობრივ მომავალს ემსახურებოდა ეს გარემოება ზოგადსაკაცობრიო დაღუპვა/გადარჩენის მისტერიაში.

 

ჩონჩხამდე მიახლოებისთანავე, „უეჭველი“ ნოდარა იძულებული გახდება საკუთარი კორპორაციის პირადი შემადგენლობის და მათი ოჯახის წევრთა რეალური აგენტურული ბარათების ამოლაგების. საკუთარი ბელადის უახლოეს გარემოცვაზე ბევრ საინტერესოს გაიგებს - მისი ამ გადაცემის ანონსი პრინციპში მზად მაქვს და ჩონჩხამდე მისულს, მზად ვარ, ფაქტობრივი მასალების მიწოდებით დავეხმარო, მანამდე კუნთოვანი გახრწნილი მასის განადგურების პროცესში არ ჩავერევი და ხელს არ შევუშლი. სანახაობით დავტკბები-მეთქი, ვერ მოგატყუებთ - მაგრამ აყროლებულ ხორცზე ჩონჩხი რომ უფრო „სუფთად“ და „პატიოსნად“ გამოიყურება, ამაზე შევთანხმდეთ. ამ მდგომარეობამდე მისვლას კი არც არაფერი აკლია. დაველოდოთ“, - წერს ქართველიშვილი facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner