ქალაქ კასპში კოსტავას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ამჟამად ცენტრალური სანიაღვრე სისტემა ეწყობა, რომელსაც მიმდებარე ქუჩების სანიაღვრე არხებიც შეუერთდება.
პროექტი გარდამავალია, ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2 011 233 ლარით ფინანსდება.