logo_geo
eng_logo
სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ მარტვილში პროექტები დაათვალიერა
- +

30 აპრილი. 2022. 17:30

 

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნუკრი ხასიამ, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი პირველ მოადგილესთან ალექსანდრე ხურცილავასთან ერთად, მარტვილის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.

 

მარტვილის მუნიციპალიტეტის ონოღიის, დიდი ჭყონის და ხუნწის ადმინისტრაციულ ერთეულებში საბავშვო ბაღების მშენებლობა დასრულების ფაზაშია. პროექტის ფარგლებში სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამი საბავშვო ბაღი შენდება. თითოეული მათგანი 50 აღსაზრდელზეა გათვლილი. საბავშვო ბაღების მშენებლობის ღირებულება 2 212 500 ლარს შეადგენს. პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. სამშენებლო სამუშაოებს ამხანაგობა „თ.ბ. კაპიტალი, LIVE DESIGN” ახორციელებს.

 

მარტვილის მუნიციპალიტეტში ორი საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება. ნაგვაზაოს ადმინისტრაციულ ერთეულში საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ასევე მოეწყობა გათბობის სისტემა, ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, ლითონის ღობე. შენობა ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროების მქონე პირებისათვის. სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 2 378 432 ლარს შეადგენს. სამუშაოებს შპს „კომფორტი XXI” ასრულებს. სრული რეაბილიტაცია უტარდება ასევე კიწიის საჯარო სკოლას.  პროექტის ღირებულება 2 120 000 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „თელა“ ასრულებს. საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner