ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დარბაზში ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ვერ ხედავდა საქართველოში პროგრესს, ეს იყო „ნაციონალური მოძრაობა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„დანარჩენმა, აბსოლუტურად ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა და ინდივიდუალურმა პარლამენტარებმა განაცხადეს, რომ საქართველოში პროგრესი თვალსაჩინო და ნათელია. თუმცა აქვე საუბრობდნენ საკითხებზე, რომლის გადაწყვეტაც მათ სურდათ, მაგრამ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც ვერ დაინახა ამ 10 წლის განმავლობაში პროგრესი, იყო „ნაციონალური მოძრაობა“. მე ჩემს კოლეგას, „ნაციონალური მოძრაობიდან“ ხუმრობით ვუთხარი: ნუთუ სამი რამის დასახელებაც არ შეგიძლიათ რაც ამ ქვეყანაში პოზიტიური არსებობს-თქო. ეს არის მთავარი პრობლემა, რომ დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს სრულად დესტრუქციული დღის წესრიგი“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ, ირაკლი ჩიქოვანის ხელმძღვანელობით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო.