logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დარბაზში სააკაშვილზე საუბრობდა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ და ხატია დეკანოიძე
- +

30 აპრილი. 2022. 21:36

 

 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დარბაზში სააკაშვილზე საუბრობდა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ და ხატია დეკანოიძე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„დასავლეთისთვის განმსაზღვრელი უმთავრესი ღირებულება და ზოგადად, დემოკრატიული სამყაროს უმთავრესი ღირებულება არის კანონის უზენაესობა. ამ კანონის უზენაესობის უზრუნველყოფით არის შესაძლებელი სხვა დანარჩენზე საუბარი. დღეს სრულად არის დაცული ყველა სამართლებრივი პროცედურა. ყველა კარგად ხვდება, რომ ის საქმეები, რომელიც სტრასბურგშია, რეალურად უპერსპექტივოა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ რომ მთავარი ასპექტი ამ ყველაფრის და მთავარი საყრდენი ამ ქვეყანაში განვითარების უნდა იყოს კანონის უზენაესობა. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ჩვენ ვისაუბროთ, რომ რეალურად შევქმნით დემოკრატიულ საზოგადოებას, რომელიც იქნება საერთო წესებზე დაყრდნობილი, რომელიც ყველაზე თანაბრად გავრცელდება“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ, ირაკლი ჩიქოვანის ხელმძღვანელობით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner