ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, რომ ადამიანები, ვინც საქართველოში არიან ოპოზიციაში, უკრაინაში არიან ხელისუფლებაში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
„ვაფასებ იმ ურთიერთობებს, რაც საქართველოსა და უკრაინას აქვთ, მაგრამ ჩემთვის ნამდვილად მიუღებელია ისეთი გადაწყვეტილებები, რომლის შედეგადაც ადამიანები, კრიმინალები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში გასამართლებულები არიან, იკავებენ უმაღლეს თანამდებობებს სხვა ქვეყანაში - ეს არის მიუღებელია. სამწუხაროა, რომ ამას არ ითვალისწინებენ და არა აქვთ ნათელი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა ამ ქვეყანაში 9 წლის განმავლობაში. ფაქტი ფაქტად რჩება - ეს არის სერიოზული პრობლემა, მაგრამ ამას არ ექნება გავლენა ჩვენს სოლიდარობაზე უკრაინისადმი“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.