logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი: არა მხოლოდ საპარლამენტო ასამბლეის ნაწილში, არამედ მინისტრთა კომიტეტის ნაწილშიც საქართველომ ევროპაში ყველას დაანახა, რომ მას ლიდერობა შეუძლია
- +

30 აპრილი. 2022. 21:38

 

 

რეზოლუცია არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ საქართველოში არის მდგრადი პროგრესი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა „ქრონიკაში“ განაცხადა. საუბარია საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის ანგარიშზე.

 

მისი თქმით, საქართველოს აქვს ძალიან კარგი შედეგი და კარგი ისტორია დაფიქსირებული საკუთარი მოქმედებებისა და მის მიერ შესრულებული რეფორმების თვალსაზრისით და ეს იქნება პოზიტიური.

 

„არა მარტო საპარლამენტო ასამბლეის ნაწილში, არამედ მინისტრთა კომიტეტის ნაწილშიც საქართველომ ევროპაში ყველას დაანახა, რომ მას შეუძლია ლიდერობა. როდესაც საქართველო თავმჯდომარე ქვეყანა იყო ევროპის საბჭოში, ჩვენ დავანახეთ რომ შეგვიძლია ძალიან მნიშვნელოვანი დღის წესრიგის საკითხები შევთავაზოთ ევროპას, რომელიც საერთო ინტერესს წარმოადგენს და რა თქმა უნდა ამავდროულად ვიზრუნოთ იმ პრობლემებზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია - ოკუპაცია“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner