გედევან ფოფხაძე: გაჩუმებით და არ თქმით, თუ გვინდა პრობლემები გადავწყვიტოთ, მაშინ ჩრდილოეთ კორეაში უნდა ვიცხოვროთ
-
+
12 აგვისტო. 2016. 13:23
„საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესების პოლიტიზება ძალიან საშიშია", - ამის შესახებ განცხადება „კვირას" პრესკლუბში" გამართულ პრესკონფერენციაზე „ქართული ოცნების" წევრმა გედევან ფოფხაძემ გააკეთა.
ფოფხაძის თქმით, პროცესების ჩუმად ყურება, მაშინ როდესაც იცი, რომ რაღაც ხდება, არ იქნებოდა სწორი.
„საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესების პოლიტიზირება არის ძალიან საშიში და ეხება როგორც ქვეყნის უსაფრთხოებას, ასევე მის მომავალს. საჯარო სივრცეში ამ თემებზე მსჯელობა, უნდა მოექცეს კორექტურობის ფარგლებში, რადგან აზრის გამოთქმის დროს ადამიანი უნდა იყო კორექტული და არავის აყენებდე შეურაცხყოფას. გაჩუმებით და არ თქმით, თუ გვინდა პრობლემები გადავწყვიტოთ, მაშინ ჩრდილოეთ კორეაში უნდა ვიცხოვროთ. ადრესატი ვინც უნდა იცოდეს ჩვენი ამომწურავი პოზიცია ამ თემაზე, შეუძლია ისარგებლოს. ჩავთვალეთ სწორი იქნებოდა თუ ამ ყველაფერს ერთად მოვუყრიდით თავს, რომ მათ სცოდნოდათ ჩვენი არგუმენტები რატომ მიგვაჩნია ის, რაც მიგვაჩნია.
პროცესების მდუმარედ ყურება მაშინ, როდესაც იცი რაღაც ხდება, არ იქნებოდა სწორი. არ ვიქნები მართალი თუ ჩემს აზრს ბოლომდე არ ვიტყვი და არც თქვენ გამართლებთ, ისეთ პოლიტიკოსებს, ვინც თავს იკავებენ ამ საკითხზე საუბრისგან", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.