logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი: ნებისმიერ კომპანიასა თუ სახელმწიფოზე, რომელიც რუსეთს ნავთობით ვაჭრობაში ეხმარება, სანქციები უნდა დაწესდეს
- +

1 მაისი. 2022. 10:53

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახალი მიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც, ომის შესაჩერებლად, სანქციების გაფართოების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

„უახლოეს მომავალში, ჩვენ ველით რუსეთის წინააღმდეგ შეზღუდვების ამოქმედებას ნავთობის საკითხზე. რუსული ნავთობის იმპორტის წინააღმდეგ მიმართული სანქციების სამართლიანი ნაწილი რუსეთის მხრიდან ნებისმიერი მცდელობის დაბლოკვას უნდა გულისხმობდეს. თუ რომელიმე კომპანია ან სახელმწიფო ეხმარება რუსეთს ნავთობით ვაჭრობაში, მას ასევე უნდა დაემუქროს სანქციები. რუსული სამხედრო ტერორისტული მანქანის ნებისმიერი სპონსორობა უნდა შეწყდეს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner