ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავიდა და ქვეყნის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
„შეერთებული შტატები ლიდერია უკრაინის მტკიცე მხარდაჭერაში, რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. გმადლობთ ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში დახმარებისთვის!“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ზე.
უკრაინის შემდეგ, პელოსი პოლონეთში მიემგზავრება, სადაც პრეზიდენტ დუდას შეხვდება.