logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შევსებული კითხვარი ევროკავშირის მხარეს დროულად მიეწოდოს
- +

1 მაისი. 2022. 16:05

 

 

„ევროკავშირის კითხვარის პირველი ნაწილი, რომელიც ქართულ მხარეს გადმოეცა 11 აპრილს, შევსებულია და უკვე გადაეცემა ევროკავშირის მხარეს. მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა მეორე ნაწილის შევსებაზე. პროცესში ჩართულია სახელმწიფოს აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა ორგანო“, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირის მხარეს სრულად შევსებული კითხვარი განსაზღვრულ ვადაში, ერთი თვის ვადაში გადაეცემა.

 

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის მხარეს დროულად მიეწოდოს ჩვენ მიერ შევსებული კითხვარი და რა თქმა უნდა, შემდგომ უკვე, ამის საფუძველზე გაკეთდეს ის შეფასებები რასაც ჩვენ მოველით - პოზიტიური შეფასება საქართველოს მზაობის შესახებ. ძირითადად არის საკანონმდებლო ნაწილები, როგორ არის მზად საქართველოს კანონმდებლობა მზად, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები დაიწყოს და მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ჩემი მოლოდინი არის ძალიან პოზიტიური, ჩვენი მხრიდან ძალიან მოკლე ხანებში მოხდა რესურსის მობილიზება და ძალიან მოკლე ხანებში მოხდა კითხვარის შევსება და უკვე გადავცემთ პირველ ნაწილს ევროკავშირის მხარეს. განსაზღვრული ერთი თვის ვადაში ჩვენ მოველით რომ კითხვარის ორივე ნაწილს გადავცემთ ევროკავშირის მხარეს“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner