logo_geo
eng_logo
შვედეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა მათი ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია
- +

1 მაისი. 2022. 16:09

 

 

რუსულმა სამხედრო, სადაზვერვო თვითმფრინავმა შვედეთის საჰაერო სივრცე დაარღვია, - ინფორმაციას Al Jazeera შვედეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

„რუსულმა AN-30-მა შვედეთის საჰაერო სივრცე პარასკევს საღამოს დაარღვია“, - აღნიშნულია შვედეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

 

უწყების ცნობით, თვითმფრინავი ბალტიის ზღვაში მდებარე დანიის კუნძულ ბორნჰოლმის აღმოსავლეთით ფრენდა, ვიდრე შვედეთის ტერიტორიისკენ გაემართებოდა.

 

„შვედეთის საჰაერო სივრცის დარღვევა სრულიად მიუღებელია“, - აცხადებენ შვედეთის თავდაცვის სამინისტროში.

 

Al Jazeera-ს ცნობით, თვითმფრინავმა შვედეთის ტერიტორია მალევე დატოვა.

 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, შვედეთი ნატოში გაწევრიანების შესახებ განაცხადის წარდგენას გეგმავს. ამას მოსკოვის გაღიზიანება მოჰყვა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner