ახალი სააღმზრდელო წლიდან თბილისის 40-მდე საბავშვო ბაღის აღსაზრდელს კეთილმოწყობილი ეზო დახვდებათ.
სამუშაოები მოიცავს ეზოს ზედაპირის მოპირკეთებასა და სპორტულ-გასართობი მოედნების მოწყობას.
ბავშვების უსაფრთხოების მიზნით, მიწის გარკვეულ საფარზე, იქ სადაც საბავშვო ატრაქციონი მონტაჟდება, კაუჩუკის ფილები დაიგება.
გასულ წელს სპორტულ-გასართობი მოედანი თბილისის 40 საბავშო ბაღში მოეწყო.
მიმდინარე სამუშაოები საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ დაათვალიერა.