logo_geo
eng_logo
თბილისის საბავშვო ბაღებში სპორტულ-გასართობი მოედნები და ატრაქციონები კეთდება
- +

12 აგვისტო. 2016. 13:56



ახალი სააღმზრდელო წლიდან თბილისის 40-მდე საბავშვო ბაღის აღსაზრდელს კეთილმოწყობილი ეზო დახვდებათ.



სამუშაოები მოიცავს ეზოს ზედაპირის მოპირკეთებასა და სპორტულ-გასართობი მოედნების მოწყობას.



ბავშვების უსაფრთხოების მიზნით, მიწის გარკვეულ საფარზე, იქ სადაც საბავშვო ატრაქციონი მონტაჟდება,  კაუჩუკის ფილები დაიგება.



გასულ წელს სპორტულ-გასართობი მოედანი თბილისის 40  საბავშო ბაღში მოეწყო.



მიმდინარე სამუშაოები საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ  დაათვალიერა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner