100-მდე მშვიდობიანი მოსახლეობისგან შემდგარი პირველი ჯგუფი ახლა უსაფრთხო ადგილისკენ მიემართება, - მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის დაწყების შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი twitter-ის გვერდზე განცხადებას ავრცელებს.
,,აზოვსტალიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. 100-მდე კაცისგან შემდგარი პირველი ჯგუფი, კონტროლირებადი ტერიტორიისკენ უკვე მიემართება, ხვალ მათ ზაპოროჟიეში შევხვდებით. მადლობა ჩვენს გუნდს! ახლა ისინი, გაეროსთან ერთად, ქარხნიდან სხვა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაზე მუშაობენ", - წერს ზელენსკი.
მარიუპოლში ,,აზოვსტალის" ფოლადის ქარხანაში ჩარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია ცოტა ხნის წინ დაიწყო.