გარკვეული ძალები უკვე მერამდენე კვირაა ცდილობენ, რომ საქართველო ჩააბან ომში და ამას დაარქვეს მეორე ფრონტი, - ამის შესახებ თეა წულუკიანმა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა. საქართველოს ვიცე-პრემიერი მიიჩნევს, რომ საქმე გვაქვს კოორდინირებულ ძალისხმევასთან.
„ეს განცხადებები აგრესიულია და ალბათ კიდევ უფრო აგრესიული გახდება, .ვინაიდან ქვეყნის შიგნით ამ კოორდინირებულ ძალისხმევას მხარს უჭერს და ამ ყველაფრის მამოძრავებელი ძალაა „ნაციონალური მოძრაობა“. სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენელი ამ ძალისხმევაში ჩაბმული აღმოჩნდა“, - მიიჩნევს წულუკიანი.
საქართველოს ვიცე-პრემიერი ინტერვიუში ამბობს, რომ ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდანვე რუსეთისთვის პირველ ფრონტად გადაიქცა და ომის ფასიც კარგად იცის. დღევანდელ ხელისუფლება კი ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანამ ეს კიდევ ერთხელ არ გამოსცადოს.