თუ შევხედავთ ვიწროდ და ისე, როგორც უკრაინის გადასახედიდან ჩანს, რა თქმა უნდა, თუ კი წნეხი ოდნავ მაინც სხვაგან გადავა, ამან შესაძლოა შვება მისცეს უკრაინას, მაგრამ მე ამას არ დავეთანხმებოდი, - ამის შესახებ „იმედის კვირას“ GIPA-ს სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანმა, ბაკურ კვაშილავამ განუცხადა.
„დღეს უკრაინის ძლიერება და მისი წარმატებები მდგომარეობს უპირველეს ყოვლისა არა იმაში, რომ უკრაინას რუსეთზე უკეთესი ჯარი ჰყავს, არამედ იმაში, რომ მის მხარეზეა სიმართლე. მას დაესხნენ თავს და ის თავს იცავს. ახლა წარმოიდგინეთ სიტუაცია, როდესაც საქართველო დაესხმება თავს რუსეთის შეიარაღებულ ძალებს თუნდაც რაღაც გადმოსახედიდან. კი, ჩვენი ტერიტორიაა აფხაზეთიც, ჩვენი ტერიტორიაა ცხინვალიც, მაგრამ იქ ხომ არის განლაგებული რუსეთის ძალები. ხომ გამოვა ისე, რომ თითქოს ჩვენ ვიწყებთ რაღაცას ისე, რომ იქითა მხრიდან არ ყოფილა ესკალაცია. აქ უკვე დაიკარგება ის მორალური უპირატესობა, რომელიც გააჩნია უკრაინას და მის გვერდით მდგომ საქართველოს“, - განაცხადა ბაკურ კვაშლავამ.